გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი დანიშნა

გამოქვეყნდა:

დღევანდელ, 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი დაასახელა. ცქიტიშვილი ეკონომიკური საკითხევბის მიმართულებით იმუშავებს, ხოლო ზალკალიანი დეოკუპაციისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. 

"აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი დავით ზალკალიანი. ბატონებო, მინდა მოგილოცოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ვითარებაში იყოთ მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ ვიცე-პრემიერი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული", - თქვა გიოგრი გახარიამ. 

მთავრობის სხდომამდე პრემიერმა ასევე ისაუბრა: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი