ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ხვდებიან

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანთან ერთად ამ წუთებში პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს ხვდება. შეხვედრას "ქართული ოცნების" მხრიდან ესწრება მამუკა მდინარაძეც. "მოქალაქეების" წევრები ამბობენ, რომ ეს მათი პირველი შეხვედრაა და ამის შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. 

"გუშინ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე, თქვენ იცით, რომ გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ ქართულ ოცნებას, მათაც დაადასტურეს გუშინ ეს მზადობა. 4 მოთხოვნა რაც იყო მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში, ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით რამდენად აქვს სერიოზული მზაობა ქართულ ოცნებას ეს გვაინტერესებს, ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატირმები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა დაასრულეს, სანაცვლოდ კი "ქართულ ოცნებას" საჯაროდ შეხვედრა და საუბარი შესთავაზა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი