ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს ამ რეგიონს შეზღუდვების შემსუბუქების დამატებითი ნაწილებიც შეეხება.
"კვების ობიექტები, აჭარაში პირველი თებერვლიდან შეძლებენ თავისი მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან ნებისმიერი სხვა სარიტუალო ღონისძიება და წვეულება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობეიქტები გააგრძელებენ მუშაოაბს გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესებით რაც მოქმედებდა დღეისთვის", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ამავე თემაზე: