ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის თქმით პირველი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდეგნა გვაქვს დაგეგმილი პირველი მარტიდან", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
მასალა ახლდება.