საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვიდან 5 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება აღდგება.
"დღეს საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1 თებერვლიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები იხსნება.
მასალა ახლდება.