რამდენიმე საკითხი რჩება შეუთანხმებელი, როცა შევთანხმდებით, გეტყვით - ელისაშვილი თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, არჩილ თალაკვაძესთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს სადავო პოლიტიკური საკითხები და რამდენიმესთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიეს, რამდენიმე კი შეუთანხმებელი დარჩა.

"როგორც მოგეხსენებათ მე და ლევან იოსელიანი პარტია მოქალაქეების სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია ჰქონდა თუ არა მზაობა "ქართულ ოცნებას" იმ 4 საკითხთან დაკავშირებით დ იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე.

ამისთვის ვიყავით მოსული რადგან მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო და მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ოთხივე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დაუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა რა თქმა უნდა ასევე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება"არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობს. მანამდე იყო 5 გვარი, 5იდან გამოვიდა 2. ძააან მძიმედ არის ეს საქმე, დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით, - თქვა ელისაშვილმა.

მისვე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ცვლილებების მიმართ ადრე გამოხატული მზადყოფნა "ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სააარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა "ქართული ოცნების" რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს ახლაც დადასტურდა ეს მზაობა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმისა და ძალიან ბევრ საკითხხთან დაკავშირებით, ნუ რამდენიმე საკითხი რჩება შეუთანხმებელი... ეს დეტალებია და როცა შევთანხმდებთ გეტყვით, - თქვა მოქალაქეების ლიდერმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ოპოზიციური ერთობიდან გამოსულმა "მოქალაქეებმა" განაცხადეს, რომ პარლამენტში შევლენ, თუ მმართველი პარტია მათ მოთხოვნებს, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც შედის, დააკმაყოფილებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი