არ არის გამორიცხული, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ - თალაკვაძე ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

თალაკვაძე-ელისაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტში კომენტარი შეხვედრის ორივე მონაწილემ გაკთა და ორივემ აღნიშნა, რომ რიგ საკითხებზე საუბრისას, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, პროგრესს მიაღწიეს,ზოგ საკითხზე კი ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან დიალოგსაც მიესალმება და მხარს დაუჭერს, თუ მათი სურვილი იქნება.

"ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან. პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანთან ერთად, ირაკლი თალაკვაძეს დღეს პირველად შეხვდა. უკვე დაანონსებული შეხვედრების გაგრძელებაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი