"დაიცავი არჩევანი", ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ, აქციას ქუთაისში მართავს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციის "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

მათი თქმით, მიუღებელია, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები ყავს, ასევე მიუღებლად მიაჩნიათ არჩევნების შედეგები.

აღნიშნული მოთხოვნებით, მათ აქცია რამდენიმე ქალაქში გამართეს.

ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ ქუთაისში შეიკრიბნენ. არასამთავრიბო ორგანიზაციას "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი