კარტოგრაფების საქმის ადვოკატებმა საკუთარი მტკიცებულებები პროკურატურაში მიიტანეს. ისინი სასამართლოში სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოწმედ დაბარებას მოითხოვენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის 28 საათიანი მტკიცებულებებით მეცნიერების ბრალეულობა არ დასტურდება. საუბარია გუშინ, 21 იანვარს, გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე.
ადვოკატების თქმით ჩანაწერები ვერაფერს ამტკიცებს და რეალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ბატონი ივანიშვილის გამოკითხვა ვერ მოხერხდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ის მოწმეები რომელიც გამოკითხა ბრალდების მხარემ, ჩვენ ყველას დაკითხვას მოვითხოვთ სასამართლოზე - ამბობს გიორგი მშვენიერაძე
დღეს სრულდება საგამოძიებო პროცესი, შემდეგ იქნება წინასასამართლო სხდომა და საქმე გადაიზრდება პროკურატურის იმედით არსებით სხდომაში, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ რომ საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ რომ კარტოგრაფების საქმეზე დღეს გასაჯაროვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩვენება, რომელიც სადაო პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ