ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი 12 იანვარს გამოიკითხა, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ჩვენებაში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვრის დადგენის საკითხებზე მომუშავე კომისიას არასდროს დასწრებია, არ იცის ამ კომისიის მუშაობის შინაარსი. თუმცა, სადაო ნაწილებსა და საზღვრის შეთანხმების საკითხებზე ის აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე საუბრობდა, მაგრამ თვლიდა, რომ კონკრეტული მონაკვეთების შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ის მინიტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა.

ზურაბიშვილმა სააკაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებებში უკვე პრეზიდენტებიც ჩართულიყვნენ. თუ რა მოხდა ამის შემდეგ ჩვენაბში ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რადგან მან მალევე დატოვა თანამდებობა.

"ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეთა შორის იყო შესათანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციების სხვადასხვაობა და აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა დელიმიტაციის პორცესს დაავაყენე საკითხი, რომ ხსენებული საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა და აუცილებელი იყო გადაწყვეტილება მიღებულ ყოფილიყო ორივე ქვეყნის პირველი პირების მეირ, რაზეც იგი დამეთანხმა. 

მე ჩემის მხრივ აღნიშნულის შესახებ გადავეცი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჩემთვის უცნობია გადასცა თუ არა აღნიშნული საკითხი ჩემმა კოლეგამ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს, ჩემთვის ასევე უცნობია, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხებს შესაბამისი პირების მხრიდან, ვინაიდან მე ამ შემთხვევიდან მალევე დავტოვე დაკავებული თანამდებობა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ჩვეენბაში. 

პროკურატურის კითხვას, ესწრებოდა თუ არა ის 2005 წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას და თუ იყო იქ საუბარი საზღვრის შეთანხმებაზე, კონკრეტულად რომელ მონაკვეთებზე - სალომე ზურბაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს მსგავსი საუბარი გამართულიყო, თუმცა არ გამორიცხვას, რომ სააკაშვილი კოლეგასთან მსგავს თემაზე შეთანხმებულიყო.

"მინდა აღვნიშნო, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სახის დავალება აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არ მიმიღია, ასევე არ მახსენდება ისეთი შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს საზღვირს საკითხებზე ესაუბრათ. და მე დავსწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა არ გამოვრიცავ, რომ ასეთი შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულიყო", - წერს ზურაბიშვილი ჩვენებაში.

ადვოკატებს საქმის მტკიცებულებები სრულად უკვე გადაეცათ, მათ შორისაა 28-საათიანი ფაულრი ჩანაწერები, სალომე ზურაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის ჩვენება. დღეს სამქის ადვოკატები საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ, ისინი სასაამრთლოსი სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოწმედ დაბარებას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი