"არავისთვის არაფერი გადაგვიცია"- არაფრისმთქმელი ჩანაწერები კარტოგრაფების საქმეში

გამოქვეყნდა:

პროკურატურის მთავარ მტკიცებულებაში, ფარულ ჩანაწერებში, რომელიც კარტოგრაფებისა და მათი ზემდგომი პირების წინააღმდეგ მთავარ სამხილად არის მიჩნეული კარტოგრაფი ამბობს, რომ არაფერი გასხვისებულა. ტერიტორიების გარკვეული ნაწილის მონაცვლეობა კი მხოლოდ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ შედგა და შეთანხმებით ჩიჩხიტურის კოშკი, ბერთუბანი და სამონასტრო კომპლექსის ყველა ძეგლი ქვეყნის საკუთრებად რჩებოდა. 

პროკურატურაში კი დღეს ამტკიცებდნენ, რომ ივერი მელაშვილმა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც ბრალდებული ტექნიკურ შესწორებას უწოდებს, თუმცა ამან ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია. 

თუ რა ისტორიული ძეგლები დავკარგეთ ამ მონაცვლეობის გამო პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მელაშვილმა გაასხვისა ქართული მიწა, ნატალია ილიჩოვამ კი რუკები, რომელიც რუსეთში მომუშავე ბიზნესმენმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას გადასცა დამალა. 

რა მოგვატყუა პროკურატურამ? - ჩანაწერის გაშიფვრიდანაც მარტივად ჩანს. ცალსახაა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია და მხოლოდ ის დეტალებია ამოჭრილი, სადაც მონაცვლეობის შესახებ არის საუბარი, - მონტაჟს პროკურორიც ადასტურებს, გარდა ამისა, ილიჩოვას რუკები არათუ არ დაუმალავს მან ეს რუკები, რომელიც ხარვეზებიანია ქვეყანაში 2000 წელს თავად ჩამოტანა.

მეტიც, 13 სადავო მონაკვეთიდან, რომელთა გასხვისებაზეც პროკურატურა საუბრობს, 80% -მდე შევარდნაძის ხელისუფლების დროს შეთანხმდა. სწორედ ამიტომ, საქმის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურა ამ მტკიცებულებებს მხოლოდ ერთი მიზნით მალავდა საჭირო დროს საზოგადოებრივ აზრზე მოეხდინა მანიპულირება. 

კიდევ ერთი ტყუილი იყო ისიც, რომ შოთაძის უწყებას დაპირების მიუხედავად არ დაუსახელებია ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მათი მტკიცებით ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა.

ბრიფინგის პარალელურად ჩანაწერებში მოხსენიებული პირებიდან მხოლოდო ერთერთი საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიბარეს. 

დღის მეორე ნახევარში პროკურატურაში აუდიო ვიდეო ფაილებისა სრული ჩანაწერების გადასაცემად, მათ შორის უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვის ოქმიც, ადვოკატები მივიდნენ.

მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ პროკურატურის მიერ ოთხი თვის განმავლობაში დამალული მტკიცებულებები დაკავებულების ბრალეულობას ვერ ამტკიცებს და საქმეში არაფერს ცვლის, მელაშვილიც და ილიჩოვაც პოლიტიკური პატიმრები არიან.

პროკურატურის ახალი მტკიცებულებები არაფერს ცვლის არც ივერი მელაშვილის მეუღლისთვის, რომელიც 2006 წლის მონაცვლეობის შეთანხმებასაც იცნობს. თამარ სულაძისთვის უკვე ნათელია, რომ მეცნიერების ტყვეობის მიზანი ერთადერთია, ყოფილი მაღალჩინოსნები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ და ამას საქართველოს ხელისუფლება ფსევდოპატრიოტიზმის სახელით აკეთებს. 

ბიძინა ივანიშვილის ბოლო გზავნილების შემდეგ კი მმართველ გუნდში კარტოგრაფების დამნაშავეებად გამოცხადებას აღარ ერიდებიან . მათი მტკიცებით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და ეს პროკურატურაში გამართულმა ბრიფინგმაც აჩვენა. 

ახლა რჩება მთავარი კითხვა - ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე მეცნიერების შემდეგ, ვინ იქნებიან ის მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებასა და ბრალის წარდგენას პროკურატურა ბიძინა ივანიშვილი ბოლო ინტერვიუს შემდეგ პერმანენტულად აანონსებს - ცხადია მხოლოდ ის, რომ გამოძიება კომისიის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების დაკავებით არ დასრულდება. 

ერთერთი მთავარი ჩვენება კი საქართველოს პრეზიდენტის იქნება, რომელმაც უკვე საჯაროდ თქვა, რომ საზღვრის შეთანხმების პროცესში მონაცვლეობისა და სხვა მნიშვნელოვან ტერიტორიულ დავას არა საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ პრეზიდენტები წყვეტდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი