ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ - "მოქალაქეები"

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ადასტურებენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას საერთოდ არ აღიარებს, ხოლო დღევანდელი შეხვედრის დროს, ყველაზე დიდი თანხვედრა მხარეებს შორის საარჩევნო რეფორმაზე იყო:

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და ყველა უნდა შევიდეს იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა, შემდგ მომდევნო ეტაპი, თუ საარჩევნო სისტემას დავამტკიცებთ, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იქაც შევქმნათ კრიზისი, იქაც დავიხმაროთ ელჩები და იქ მივაყენოთ კუთხეში ქართული ოცნება რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოვგლიჯოთ. ასე ვხედავთ ჩვენ ქვეყნის ეტაპობრივ განვითარებას - ამბობს ალეკო ელისაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკურ მძევლებს, წამყვანის კითხვაზე, ახსენეს თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი, ელისაშვილის თანაგუნდელი ლევან იოსელიანი ასე პასუხობს: "დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჩარჩოში, რაც დაიწყო ელჩების თანდასწრებით"

"მოქალაქეების" ლიდერები ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ქვეყანაში აღარ იქნება პრობლემა მაშინ, როცა მართლმსაჯულების სისტემას "ქართულ ოცნებას" "გამოგლეჯენ", ხოლო ამ პროცესში მათივე თქმით, სრულიად ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა:

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ და საზოგადოებას განსჯის. ორი კაცი რასაც შევძლებთ იმას შევძლებთ - ამბობს იოსელიანი.

უფრო კონკრეტულად კი კითხვაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში, იოსელიანი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

მთავარი მოთხოვნები კი "მოქალაქეებისთვის" საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მათ შორის არაა ვადამდელი არჩევნები, რასაც დანარჩენი ოპოზიცია ითხოვს.

შეგახსენებთ, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დღეს პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი