
დღეს, 23 იანვარს საპროტესტო აქცია იგეგმება რუსეთის საელჩოსთანაც. აქციის მთავარი მოტივი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავება გახდა, რომელსაც რუსეთში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დღევანდელ აქციაზე ასევე გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას საქარველოსა და უკრაინაში.
აქცია საელჩოსთან 3 საათზე დაიწყება, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იგორ კურპტევი აღნიშნავს, რომ ისინი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ დაღლილი ადამიანები არიან.
"აქციები გაიმართება არა მხოლოდ მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში, არამედ მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც რადგან პუტინის რეჟიმმა ადამიანებს უკვე თავი მოაბეზრა. მთავარი მიზეზი ნავალნის დაკავებაა, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება და არა მხოლოდო მას ასამდე საქმეა გახსნილი სხვა ოპოზიციონერებზეც, დღეს ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში გამოვა ხალხი და გააპროტესტებს", - თქვა იგორ კურპეტევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის 65-ზე მეტ ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება.
ცნობისთვის, ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ავტორი: საბა ბუაძე.