მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს "ნაციონალური მოძროაბის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ყოფილმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ და "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე გაანცხადეს.
"ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ, რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ 24 იანვარს, შეზღუდვების გასაპროტესტებლად დაანონსებულ აქციას შეუერთდება, როგორც რიგითი მოქალაქე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ აქციაზე მივიდნენ.
"გუშინ ბატონმა ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი "დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო" და მინდა საჯაროდ მმივმართო, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას", - თქვა მან.
რაც შეეხება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, რომელიც შეზღუდვების მოხსნას წინა პერიოდებშიც ითხოვდა, კანცელარიასთან 2 საათზე დაგეგმილ აქციას ისიც შეუერთდება.
"ისინი უბრალოდ ატყუებენ მოსახლეობას, ეს დროში გადაწევები გახსნის, არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ პროტესტი ჩაკლან ადამიანებში და გაუჩინონ განცდა, რომ მოდი ცოტა კიდევ მოვითმინოთ", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 იანვარს და ზეგ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ.