"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ბრიფინგზე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ არ გაუშვეს, სპეციალური ბაზაა, რომელშიაც ოპოზიცინერები არიან შეყვანილები.
"რაც მე შემემთხვა, იმდენად სიმპტომური და დამახასიათებელია, უბრალოდ, დაემსგავსა იმას, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს განსხავებულად მოაზროვნეებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. დღეს დილით აეროპორტში ყველა წესის დაცვით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს, 1 საათი ველოდე და განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდები. ბუნებრივია, ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია ოპოზიციის ყველ ლიდერი, ვიზეც იდნავაა საქმე აღძრული, იმ ბაზაში ხარ და დილი 6 საათზე ვერავის აღვიძებენ, რომ გაარკვიონ, მას აქვს თუ არა შეზღუდვა", - ამბობს უგულავა.
მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა უკანონო პატიმრობიდან გამოსვლისთანავე მოეხსნა.
"ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მაშინ მომიხსნა, როცა უკანონო პატიმრობაში ვიყავი. საზოგადოებას ალბათ ახსოვს ბოლო ინციდენტი აეროპორტში, როდესაც თავს დამესხა "ოცნების" ზონდერი, ვინმე გავაშელიშვილი... დაირღვა კონსტიტუციურად მონიჭებული გადაადგილების უფლება. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი... მეუბნებიან, რომ თურმე ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი და ბაზიდან არ ამოიღეს. მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი"
ოპოზიციონერმა საქმეში სახალხო დამცველის ჩართვა მოითხოვა. ამასთან, უგულავას უნდა, რომ ზუსტი პასუხები გასცენ უწყებებმა გადაადგილებასთან დაკავშირებით.
"მე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს, ეს პრაქტიკა შევაცვლევინოთ, რომელიც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს. ასევე მინდა ოფიციალურად მივმართო შსს-ს და პროკურატურას. მაქვს თუ არა მე რაიმე შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთის? თქვით ან კი, ან არა, აქ შუალედური გზა არ არსებობს", - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს და საზღვარზე არ გაუშვეს.