"ოცნების" აღმასრულებელ მდივნად მდინარაძე აირჩიეს - სამდივნოს შემადგენლობა სრულად

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერემა მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს პირველი ყრილობა გამართეს. შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა შიდაპარტიული საკითხები განიხილეს, რის შემდეგაც პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, სამდივნოს შემადგენლობა გაასაჯაროვა.

"პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე, პარტიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, სამდივნო შემადგენლობაში მცირე ცვლილებაა. გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, ხოლო, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიქნები მე მამუკა მდინარაძე, მე შევუდგები ამ საქმიანობას", - თქვა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი