
აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს, 23 იანვარს თბილისში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ზუსტად იმ ადგილას მივიდნენ, სადაც რურუას პოლიციამ იარღი ჩაუდო და დააკვაა. მათ სიმბოლურად ადგილზე საბჭოთა მილიციის მანქანა მიიყვანეს და მილიციელების ფორმები ჩაიცვეს.
აქციას ესწრებოდა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც.
"დღეს შევარჩიეთ ის ადგილი კონკრეტულად, სადაც გიორგი რურუას ჩაუდეს, გაუფორმეს იარაღის ჩადება და სპეციალურად, ეს არის განსაზღვრული ადგილი, სადაც კამერები არ იჭერს, იმისთვის, რომ უკანონო ჩაიდინონ აღბეჭვდის გარეშე, მოვიყვანეთ სიმბოლური, საბჭოთა მილიციის მანქანა და ფორმები, რომ ყველას ახსოვდეს, ესეთი საქციელი არის საბჭოთა მილიციის ტრადიცია და არ შეეფერება 21-ე საუკუნის საქართველოს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყველა პოლიტპატიმარმა ციხე უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.