საპროტესტო აქცია იყო დღეს ანაკლიაშიც, სამოქალაქო აქტივისტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის შეჩერებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით მიიღო.

"დღეს სიმბოლურად მოვედით ანაკლიის შეჩერებულ პროექტთან, რომელიც შეჩერდა რუსეთის დავალებით და ძალიან ნათლად ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ვერ მაიღწიეს წარმატებას, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია წარმატებას სტრასბურგის სასამართლოში და ამას ვკითხულობთ მათ სახეებზე, როგორ ჩამოსტირით მათ სახეები. ეს არის ის დავალება, რაც მათ რუსეთს ვერ შეუსრულეს", - ამბობს აქციის მონაწილე, ირაკლი კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მილიარდნახევრიანი პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას - საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა.

2019 წლის გაზაფხულში, ბიძინა ივანიშვილის სკეპტიკური განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, შეაჩერა ანკლიის პორტის მშენებლობა ანაკლია ფოთით ჩაანაცვლა, რასაც ოპოზიციისა და საერთაშორისო მეგობრების მხრიდან განგაში მოჰყვა. მთ შორის იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომლის განცხადებიდან მეორე დღესვე, ხელისუფლებამ კონსორციუმს მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი