სავალდებულო ქველმოქმედება - წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის დაპირებული იპოდრომის ცენტრალური პარკის მშენებლობა თბილისელებისთვის არა საჩუქარი, არამედ ვალდებულება აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ჟოკეი კლუბს, რომელიც წლების განმავლობაში იპოდრომს ფლობდა, საინვეცტიციო ვალდებულება ჰქონდა - რომლის თანახმადაც მას იპოდრომის ცენტრალურ მოედანზე - 20 ჰექტარზე სარეკრეაციო ზონა უნდა მოეწყო, ეს საინვესტიციო ვალდებულება ბიძინა ივანიშვილის ინვესტ კაპიტალმა იპოდრომის შეძენისას გადაიბარა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ქალაქისთვის ყველაზე მწვანე ტერიტორიის - იპოდრომის კეთილმოწყობა საჩუქარი კი არა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებაა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეს კახა დამენიას კარგად ახსოვს ის ვალდებულებეი რაც ჟოკეი კლუბმა 2007 წელს აიღო, ერთ-ერთი სწორედ იპოდრომის 60 ჰექტრიდან 30%-ის მწვანე სივრცედ შენარჩუნება იყო. ვალდებულებასთან ერთად ჟოკეი კლუბმა დამატებით1,2 ჰექტარი მიწა მიიღო, რომელშიც 10 მილიონი ლარი გადაიხადა და საერთო ჯამში, იპოდრომის 100 პროცენტის მფლობელი გახდა.
ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით ინფორმაციის გადამოწმებას საჯარო რეესტრში, გამოვითხოვეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა დოკუმენტები, სადაც ვალდებულებების შესახებ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, იუსტიციის სახლში არ მოგვაწოდეს. ამიტომაც კითხვა დავუსვით მინისტრებს - ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი ვერ იხსენებს, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს იპოდრომზე მწავნე სივრცის მოწყობის ვალდებულება.
რა თქმა უნდა, დავუკავშირდით ჟოკეი კლუბის პარტნიორებს, მათმა ნაწილმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, ნაწილმა კი მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს დიდი ხნის ამბავია და არ ახსოვთ რა პირობით იყიდეს და მიჰყიდეს ბიძინა ივანიშვილს იპოდრომი.
ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს მისთვის ჩვეული ტრიუკი გაუკეთა - ამბობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს ოლიგარქის ქველმოქმედების არ სჯერათ და ამბობენ, ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ხალხის გული მოიგო და ოფშორული კომპანიების დამხარებით ფული გაათეთრა.
სპეციალისტები, რომლებიც კარგად იცნობენ დედაქალაქის ქალაქდაგეგმარებას და წლების განმავლობაში იპოდრომის დასაცავად იბრძოდნენ, ახლა ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული საქველმოქმედო საჩუქარი ნამდვილად არა არის ცენტრალური პარკი. ცირა ელისაშვილი ამბობებს, რომ დედაქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობისას აუცილებელი იყო მოქალაქეების აზრის გათვალისწინება.
იპოდრომზე რომ კორპუსების მშენებლობას არავინ დაუშვებს ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის კიდე ერთი ტრიუკი ის არის რომ მან დაიტოვა ყველაზე გამწვანებული 8 ჰექტარი. ადამიანები, რომელბის ურბანულ საკითხებზე წლებია მუშაობენ არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში იპოდრომის ნაწილზე ბეტონის ჯუნგლები აშენდეს სადაც ერთი კვადრატი ათასობით ლარი ეღირება. ამის მაგალითია იპოდრომის მიმდებარე დასახლება, სადაც კორპუსების ნაწილი ერთმანეთზეა მიდგმული და მზე არასდროს ანათებს.
კითხვები ალბათ კიდევ ბევრი იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის მხოლოდ ქველმოქმედებაზე საუბრობს, კრიტიკულ კითხვებზე კი პასუხი არა აქვს.