როცა სჭირდებათ, არის მოლი, როცა სჭირდებათ, არის ბაზარი - გარემოვაჭრეების აქცია ლილოში

გამოქვეყნდა:

ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები შეზღუდვების მოხსნას უკვე მეორე დღეა მოითხოვენ. მათი თქმით თუ ბაზრობა პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება ისინი მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაიხსნას ლილო მოლი როცა სჭირდებათ არის ბაზარი, როცა სჭირდებათ არის მოლი. შარშან ვიყავით ლილო მოლი და წელს ვართ ბაზარი. აი ეს ამდენი ხალხი ყველა არის ბანკის ვალებში გახვეული, ყველას გვიჭირს, უკიდურეს წერტილამდე ვართ მისულები", - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 24 იანვარს და ხვალ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი