პანდემიის გამო უშემოსავლოდ დარჩენილი 110 000 მოქალაქე - მათი ნაწილი შეზღუდვების გასაპროტესტებლად იკრიბება

გამოქვეყნდა:

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები იკრიბებიან და ლოქდაუნის გაგრძელებას აპროტესტებენ. ყველა რეგულაცია უნდა მოიხსნას და ადამიანებს მიეცეთ საშუალება, იცხოვრონ ნორმალურად, რადგან ბოლო პერიოდში ისინი ცხოვრობენ მხოლოდ 200 ლარიანი დახმარების პირობებში, რაც არაა საკმარისი. 

რამდენიმე პოლიტიკოსმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ ამ აქციას, რომლის მონაწილეები თვლიან, რომ ლოქდაუნის გაგრძელება არის ქვეყნის დაქცევა, - ამბობს სალომე სამადაშვილი, ენმ-ის ერთერთი ლიდერი. 

ყველა რეგულაციის მოხსნა, ეს არის მოთხოვნა, რომელიც აქვთ ამ აქციის მონაწილეებს და ეს არის ის მოთხოვნ, რომლის შესრულება ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაეფლოს უფრო ღმად ჭაობში. ის სამი ექიმი დასვან აბა 200 ლარიან დახმარებაზე რამდენიმე თვით და ვნახავთ მერე, როგორ ხასიათზეც იქნებიან, -= აცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ ასევე, რომ არა პოლიტიკურ ლოქდაუნს - ამ სახელწოდებით პეტიცია კანცელარიაში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთი საათის წინ შეიტანეს. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 24 იანვარს და ხვალ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე აპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. 

შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი