ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D დივიზიონში მოთამაშე კლუბ "პალმასის" 4 ფეხბურთელი, ასევე კლუბის პრეზიდენტი მუკას მეირა.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები გოიასის შტატის ქალაქ გოიანში, ადგილობრივ ვილა ნოვასთან სათამაშოდ მიფრინავდნენ. რა გახდა, ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.