აქცია განათლების სამინისტროსთან - ქორეოგრაფები კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქორეოგრაფები კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დამაზიანებელია როგორც ეკონომიკური მდგომარეობისთვის, ისე მათი მოსწავლეების სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

"სულს ღაფავს ქართული კულტურა, გარდა იმისა, რომ უმუშევრად ვართ დარჩენილები ხელოვანები, კონკრეტულად ქორეოგრაფები და არა მარტო ჩვენ, ფაქტობრივად მთელი სახელოვნებო სტუდიების სახელით ვდგავართ ახლა დღეს. ბავშვები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს, ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს ჩვენ მოსწავლეებთან და ძალიან კარგად ვხედავთ რა მდგომარეობაში არიან ისინი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად", - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქვე გეტყვით, რომ აქტივისტების მიერ  მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება, თუმცა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებამდე დედაქალაქში აქცია დღესაც გაიმართება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი