ფანგანს ბრალს დღეს წარუდგენენ - აქტივისტები და პოლიტიკოსები მხარდამჭერ აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

ირაკლი ფანგანს, რომელიც შსს-მ ბათუმის ინციდენტის გამო დააკავა, ბრალს დღეს წარუდგენენ.

ადვოკატი საქმის მასალებს ამ წუთებში ეცნობა. 

"ამ ეტაპისთვის ბრალი წარდგენილი არ აქვს, დღის განმავლობაში მოხდება ეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზეზების განხილვას, სავარაუდოდ, ხვალისთვის მოხდება. ამ ეტაპზე მხოლოდ სასამართლოს განჩინება გვაქვს", - ამბობს ადვოკატი, მალხაზ ზოიძე.

სამოქალაქო ატივისტები ფანგანის მხარდამჭერ აქციებს აანონსებენ. 

"ქვეყანაში შერჩევითი სამართალი რომაა, ეს უკვე დამტკიცდა. არ ვაპირებთ გაჩერებას და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას. არ გაგვაჩერებს საზოგადოების ბულინგიც, რომლებიც სითბოში სხედან. ჩვენ აქ 3 თვეა ვიყინებით", - ამბობს ხათუნა ბერიძე.

თავის მხრივ, ბათუმელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფანგანი უკანონოდაა დაკავებული.

"ჩვენს ქვეყანაში, "ოცნების" პირობებში, ადამიანებს მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ. პროტესტის გამომხატველი ადამიანები ყოველთვის იქნებიან ყინვაში, სიცივეში, ციხეებში. ჩავატარებთ მხარდამჭერ აქციებს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ბონდო თევდორაძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფანგანმა ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, თავზე ნაგავი დააყარა - საქმეზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

პოლიტიკოსების განცხადებები ამ საკითხზე:

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი