ირაკლი ფანგანი არის პოლიტიკური პატიმარი - აკაკი ბობოხიძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ირაკლი ფანგანი, რომელის შსს-მ ბათუმის ინციდენტის გამო დააკავა, პოლიტიკური პატიმარია.

ირაკლი ფანგანი არის პოლიტიკური პატიმარი იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შერჩევითი სამართალი და ის არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება აორგანიზებს მსგავს აქტებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ რეაგირებს, როდესაც ეს პირიქით უბრუნდება მას. ამიტომ, ფანგანი ცალსახად არის პოლიტიკური პატიმარი" ამბობს ბობოხძე "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

ინციდენტი კი ბათუმში, ერას მოედანზე 23 იანვარს მოხდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი