"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ბათუმის ინციდენტსა და ირაკლი ფანგანის დაკავებას Facebook-ის პოსტით ეხმაურება. სამადაშვილი, რომელმაც გუშინ აქტივისტი საქციელი გააკრიტიკა, მის დაკავებას შერჩევით სამართალს უწოდებს.
"დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ 'კანონიერების' პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად", - წერს სალომე სამადაშვილი
ირაკლი ფანგანი დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს. ინციდენტი ბათუმში გუშინ მოხდა. შსს-მ გამოძიება დევნასა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.
ფანგანის დაკავებას ენმ-ს თავმჯოდმარე ნიკა მელიაც გამოეხმაურა.
გარდა ამისა, საპროტესტო აქცია იმართება ბათუმის პოლიციასთანაც, სადაც ენმ-ს წევები და აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი ფანგანს დაჭერას აპროტესტებენ და შერჩევით სამართალზე საუბრობენ.