არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი დააკავეს. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ფეისბუქით ავრცელებს.
გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ირაკლი ფანგანი პოლიციამ ოფისში დააკავა.
ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა.
დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.