გახარიამ ვერ მოხსნა, თურნავა, ტიკარაძე, მაჭავარიანი – ელისო კილაძე შიდაკლანურ დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

იქნება თუ არა პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დამოუკიდებელი?- ამ კითხვაზე პასუხისას, ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ გახარიას დამოკიდებლობას დავინახავთ იმ შემთხვევაში, თუ ის მინისტრთა კაბინეტს შეცვლის, რაც აქამდე ვერ შეძლო.

ელისო კილაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ვერ გადააყენა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. ამ ყველაფრის მიზეზი კი, კილაძის თქმით გავლენიანი მფარველებია:

"აქამდე ის ვერ იყო დამოუკიდებელი, საკადრო ცვლილებებს ვერ ახორციელებდა, მან ვერ მოხსნა ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა, რომლის მოხსნაც უნდოდა ნამდვილად. ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თურნავას პრემიერი ჩხარტიშვილია და არა გიორგი გახარია და ყველა მისი გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად ვანო ჩხარტიშვილთან თანხმდება. ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც არის ძალიან წარუმატებელი და ივანე მაჭავარიანი, მაგალითად, ქობულიას მემკვიდრე, რომელსაც ბოთლი ესროლა პრემიერმა და ვერ მოხსნა ის თანამდებობიდან, იმიტომ რომ მასაც ყავს გავლენიანი მფარველები, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი, ეკონომიკურ გავლენებს ვერ მართავს გახარია და ნულოვანი გავლენა აქვს, თუ გახარია საკადრო ცვლილებებს მოახერხებს, მაშინ იქნება ის დამოუკიდებელი" , – ამბობს ელისო კილაძე გადაცემა "დღის სტუმარში"

ელისო კილაძე ამბობს რომ ე.წ. კობახიძის გუნდი, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც დაუპირისპირდა, თუმცა პასუხად მათ კიდე უფრო გაძლიერებული გომელაური მიიღეს:

"მე ვციტირებ მას, კობახიძემ საკუთარ გუნდის წევრებთან თქვა, რომ "ემვედე" უნდა დავითრიოთ, და ეს "ემვედეს დათრევა" ნიშნავდა გომელაურის წინააღმდეგ წასვლას, ისინი გომელაურის წინააღმდეგ ამ პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ლობირებდნენ, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ გომელაური მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა" – ამბობს ელიკო კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.

გარდა ამისა კილაძის, თქმით, ლაშა ნაცვლიშვილის კანდიდატურასაც, "ოცნების" პოლიტსაბჭოში ახლადშესული ვასილ მაღლაფერიძე ჩრდილქვეშ აყენებს.

"ქრონიკა პლიუსის" მთავარმა რედაქტორმა დღეს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ  წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა სურს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი