ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი და შედეგები ოპოზიციისთვის კითხვებს აჩენს.
ცესკოს გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი მთავარ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" 27-%იანი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ირკვევა, რომ პარტიას გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს.
ოპოზიციაში ამ მონაცემებით სატელეფონო გამოკითხვის სპეციფიკას და ამომრჩევლის შიშს უკავშირებენ.
NDI-იც ამბობს, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა, ან საერთოდ უარს ამბობდა.
"ყველასათვის ცხადია, რომ აქ ქვეყანაში საყოველთაო შიშის გათვალისწინებით სატელეფონო საუბრები არ არის რეპრეზენტაბელური. იმავ დროულად მოსახლების 50%-ი უარს აცხადებს ამ გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების შემცირებული რეიტინგი", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი
"მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომელებიც არ პასუხობენ კითხვაზე და ეს გასაგებია იმიტომ, რომ ისედაც საეჭვო ვითარებაა, პლუს ამას ემატება სატელეფონო გამოკითხვა. ეს პრობლემა არის NDI-ს კვლევების პრობლემა, რასაც თვითონ ჩამტარებლები აღიარებენ" - თქვა, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა
რაც შეეხება მმართველ გუნდს - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "მარტივი დაანგარიშებით" დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა.
"NDI-ის დასკვნა ვიცით, რომ ყველსათვის გასაკვირად იმ გარემოებების გათვალისწინებთ, რაზეც უკვე გესაუბრეთ... იყო გასაკვირი ჩემთვისაც კი იმიტომ,რომ მაგალითად 68,8 მეათედი პროცენტი იმ ადამიანების, ვინც კონკრეტულად კონკრეტული პარტიების მიამართ აფიქსირებს მხარდაჭერას, მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" - ეს არ არის პირდაპირი ალოკაცია, ან რეიტინგი, რომლითაც უნდა დავიკვეხნოთ ჩვენ და მე არ ვფიქრობ, საერთოდ, რომ 70%-მდე დღეს "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, მაგრამ, ამით ამ მარტივი დაანგარიშებით უბრალოდ დასტურდება, "ქართული ოცნების" მიმართ ისეთი მხარდაჭერა, რომლის მსგავსი სხვა პარტიას არ გააჩნია", - ამბობს მდინარაძე
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია NDI–ს გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება და თავის Facebook-ის გვერდზე წერს, რომ კვლევის შედეგები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
NDI–ს კვლევას - პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ასევე ეხმაურება, შოთა უტიაშვილი თავის სოციალურ ქსელში.
"მე არა ვარ კომპეტენტური, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი კარგი სოციოლოგი მყავხართ და ამიხსენით, თუ არ დაიზარებთ: ოქტომბრის ბოლოს ნაცებმა მიიღეს 27%(როგორც მინიმუმ), თვენახევარში სატელეფონო გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ 5 პროცენტი უჭერე მხარს. ქოცებმა მიიღეს 48 და მათ 31 უჭერს მხარს. ანუ 5-დან 3 ქოცი გამოკითხვაში ადასტურებს, რომ ოცნებას მისცა ხმა(ღმერთმა ხელი მოუმართოთ). რაც შეეხება ნაცებს, მხოლოდ 5,5-დან 1 ამბობს საჯაროდ, რომ ენმ-ს მისცა ხმა. რატოა სამმაგი განსხვავება?" - წერს შოთა უტიაშვილი
ამავე თემაზე.