ტრანსპორტი ყველას - მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

ტრანსპორტი ყველას! - ამ მოწოდებით აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. მოძრაობა მწვანეების ინიციატივით დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რიგით მოქალაქეებთან ერთად ხელისუფლებას ხალხის პრობლემები შეახსენეს. 

ტრანსპორტის აღდგენა აქციის ორგანიზატორების და მათი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნაა. ფიქრობენ, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით ქვეყანა ვერც კოვიდს უმკლავდება და ვერც კრიზისს, შედეგად, პანდემიის მართვის არასწორი პოლიტიკა ხალხს შემოსავლს გარეშე, ულუკმაპუროდ ტოვებს.

აქციაზე მივიდა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ გარდა ტრანსპორტის აღდგენისა, შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებითაც უნდა მოიხსნას:

"საზოგადოებაში არის კონსესუსი - ქვეყანა უნდა გაიხსნას. პირველ რიგში, ეს ეხება ტრანსპორტს, განათლების სისტემას, მთის კურორტებს, რომლებსაც 1 თვეღა დარჩათ, რომ რაღაც საჭმელი ჭამონ მთელი წელი, ეს ეხება სარესტრონო ქსელებს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველაფერი მოხდეს გონივრულად" - ამბობს დოლიძე

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღეა დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გააქტიურდა. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წევრები და უბრალო მოქალაქეები ჩაკეტილი ქვეყნის გახსნას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვენ.

აქტივისტებმა მთავრობას დასახელებული მოთხოვნების შესასრულებლად 48 საათიანი ვადაც მისცეს, რომლის ამოწურვამდეც ერთი დღე რჩება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი