​1 თებერვალი გადაიდო 1 მარტამდე, არსებობს საშიშროება რომ 1 მარტიც აღარ დადგება -"კოფისტას" დირექტორი

გამოქვეყნდა:

სარესტორნო ბიზნესს არ აქვს მოლოდინი, რომ დაანონსების მიუხედავად, 1 მარტს მუშაობის განახლებას შეძლებენ. "კოფისტას" ქსელის დირექტორი მიხეილ ფარულავა "მთავარი არხის" ეთერში იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომელშიც მისი დაწესებულება მთავრობის შეზღუდვების წყალობით აღმოჩნდა.

ფარულავა ამბობს, რომ გაუგებარია როგორც მთავრობის, ისე ეპიდემიოლოგების მიდგომა:

​1 თებერვალი გადაიდო 1 მარტამდე, მაგრამ არსებობს საშიშროება რომ 1 მარტიც აღარ დადგდება, ვინაიდან გვითხრეს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე.​ გუშინ, ერთერთმა ეპიდემიოლოგმა თქვა, რომ, ჩვენი არჩევანი რომ იყოს სკოლებს გავხსნიდით და არა რესტორნებსო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც გავაბრაზეთ იმიტომ რომ ბევრს ვხმაურობთ, ბევრ პრეტენზიას გამოვთქვამთ...- ამბობს მიხეილ ფარულავა "დღის სტუმრის" ეთერში.

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული სფეროს გახსნას აზრი არ აქვს და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ფარულავას თქმით, აუცილებელია შეზღუდვები მოიხსნას ყველა სფეროზე და დაწესდეს რეგულაციები:

უხატავენ ისეთ სურათს თითქოს სკოლების გახსნის მომხრე არ ვართ... სკოლების დ ტრანსპორტის გარეშე არც ჩვენ გახსნას არ აქვს აზრი. ჩვენ მოვითხოვთ ზოგადად ეკონომიკა და ქვეყანა გაიხსნას და დარჩეს რეგულაციები, რომელსაც ვეთანხმებით და ვმართავდით." ამბობს ფარულავა.

მისივე თქმით, პანდემიამდე "კოფისტას" 70 თანამშრომელი ჰყავდა, ახლა კი - 30.

მოგვიწოდებენ ჭკვიანი სახეებით ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ, მთელი ცხოვრება ელოდნენ ადგილს კაბინეტში, შევიდნენ როგორც იქნა და არანაირი კომპეტენცია არ აქვთ და ჭკვიანი სახეებით გვეუბნებიან გააკეთეთ დილივერის სერვისები" ამბობს ფარულავა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებს. შეზღუდვების მოხსნა 1 მარტამდე გადაიდო, მათ შორის არის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაც. 1 თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ სავაჭრო მოლები განაახლებენ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი