გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და ის სასამართლოს გადასცა. საქმის პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიცოვა მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან.
"1937-28 წლებსი 1:200-იანი მაშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა აღმოაჩნეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო ისუტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.
დადგენილია, რომ ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ 1:100 000 და 1:50 000-იან რუკებზე არსებულ საზღვირს ხაზს, რომელიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არასდროს ყოფილა და რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან ", - თქვა საქმის პროკურორმა.
პრორკურორის განცხადებით, ბრალდებულების საუბრით ფარულ ვიდეო-ჩანაწერებში დასტურდება, რომ მათი გადაწყვეტილებები, ცალკეულ მონკვეთებზე არ შეესაბამებოდა ქვეყნის ინტერესებს. მისი თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ქმედებებით საფრთხე შეემქნა 13 მონაკვეთზე დაკარგვის ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, დაახლოებით 3 500 ჰა-ს.
"ბრალდებულის საუბრით, ასევე, დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში, მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანულ პოზიციას", - თქვა მან.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, გუშინ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.