ჩვენი განცხადებები მკაფიოა, მანდატებზე უარს ვამბობთ - ოპოზიცია ულტიმატუმის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მანდატების გაუქმების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე უცვლელია. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ერთი კვირით ვადის გახანგრძლივება მხოლოდ იმას უკავშირდება, რომ ხელისუფლებამ შელოა, ოპოზიციიდან კიდევ ვინმე გადაიბიროს და ერთპარტიულ პარლამენტში მისი შეყვანა შეძლოს. 

"მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი, და ცდილობენ ვინმე შეიტყუონ ამ ერთპარტიულ პარლამენტში, თუმცა, ჩვენი პასუხი არის მკაფიო: "ოცნებამ" ხალხს მოპარა არჩევნები და ხალხი ელოდებოდა ოპოზიციის პასუხს ამ ქმედებაზე და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან მესიჯების გაშვებას და გულის მოფხანას. აქედან გამომდინარე, რაც ხალხს სჭირდება და რაც არის ხელისუფლების პასუხი, ეს არის უარი ერთპარტიული პარლამენტის მანდატებზე", - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი, ენმ-ს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა პარლამენტმა კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი კვირით გადადო.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი