​ბიზნესასოციაციებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 1 თებერვლიდან სათხილამურო კურორტები არ ამუშავდება, რადგან იქ ბევრი ხალხი ჩადის და ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.

სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკებიდან გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ" - ამბობს ცქიტიშვილი 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულებას და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე.

აქციის მონაწილეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეზღუდვების მოხსნას და ქვეყნის გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებსა და მწვავე პროტესტს აანონსებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი