სცენარი, რომელსაც შესაძლოა "ოცნება" მანდატების რეალური გაუქმების ნაცვლად განიხილავს 

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მოთხოვნით, ოპოზიციამ ქართულ ოცნებას საგანგებო განცხადებით მიმართა. 

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში ხედავენ და ივანიშვილის თანაგუნდელებს პრობლემის გაცნობიერებისკენ მოუწოდებენ. 

პარტიები ვინც ცესკოს გაყალბებული არჩევნების მიუხედავად ბარიერი გადალახეს, ივანიშვილის გუნდს  აფრთხილებენ რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ მუქარა და სადამსჯელო სანქციების დაწესება შედეგის მომტანი ვერ იქნება. 

ოცნებამ ეს მოწოდება კატეგორიულად იუარა. მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპონენტები აქეთ დაადანაშაულეს და კატეგორიულად გამორიცხეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. 

ბიძინა ივანიშვილის გუნდს ახლა მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რადგან თუ 51 ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას  მხარს დაუჭერენ, გამოდის რომ ერთპარტიულ პარლამენტს ოფიციალურად თვითონვე გააფორმებენ. ამიტომაც არ მალავენ რომ შესაძლოა მანდატების შეწყვეტა თავისუფალ კენჭისყრაზე გაიტანონ, საკითხი ჩააგდონ და ამით ოპონენტები პარლამენტში ხელოვნურად დატოვონ. ოპოზიციამ დღეს ოცნებას საგანგებოდ მიმართა პოლიტიკურ ხრიკებს თავი დაანებოს და პროცესი აღარ გადაავადოს. 

ოპოზიციის იმ ნაწილს კი ვისაც არც საგანგებო განცხადებისთვის მოუწერია ხელი და არც მანდატების გაუქმებას ითხოვს, დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას საგანგებოდ მიმართავდა. მოქალაქეებიც და გირჩებიც ფიქრობენ რომ ოცნებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტაზე უარი თქვას. 

ოპოზიციაში ფიქრობენ რომ მანდატების გაუქმების პროცესი ოცნებამ ხელოვნურად გადაავადა. იმის იმედით რომ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ელისაშვილის მოქალაქეებთან ერთად რამდენიმე მათგანს პარლამენტში შეიყვანენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი