ქუთაისში "დაუმორჩილებლობის კარავს" დგამენ - სიტუაცია "პოლიტიკურად ნეიტრალურ" ქალაქში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში დაუმორჩილებლობის კარვის დადგმას გეგმავენ, მერიის წინ პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. "დაიცავი საქართველოს", "ალტერნატივის", სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში მერიის წინ კარვის დადგმას გეგმავენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, მათი თქმით, უკანონო რეგულაციებს აპროტესტებენ. 

"დაიცავი საქართველო" არ გაჩერდება, ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ სისტემას, შეგნებულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი მეორედ და ახლა ველოდებით დაპატიმრებას, კარავს აუცილებლად დავდგამთ და პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

"ქუთაისი იღვიძებს და ეს უამრავი ადამიანი სწორედ ამის დასტურია", - ასე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას აქციის მონაწილე იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს სამოქალაქო აქტივისტებმა "პოლიტიკუერად ნეიტრალურ" ქუთაისში, ამდენი ადამიანის გამოყვანა. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას დედა არ ეყოლება მალე და აჯობებს, მშვიდობიანად წავიდეს, მიბაძოს მიშას, კაცო, ამერიკამ აიძულა თუ ბებიაჩემმა აიძულა, წავიდა ის კაცი და გადააბარა ხელისუფლება, წავიდნენ ესენიც", - ამბობს აქციაზე მყოფი გოგი წულაია. 

შეგახსენებთ, თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ საპროტესტო აქციებმა ამჯერად იმერეთის რეგიონი მოიცვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი