პარლამენტში დღეს ლევან ხაბეიშვილის და შალვა ნათელაშვილის მანდატების გაუქმებაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

დღეს 18:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამისილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, რადგან ამ ოპოზიციონერებმა პირველებმა დაწერეს განაცხადი მანდატების დატოვების თაობაზე, გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად. 

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას უფლებამოსილება ბევრად ადრე უნდა შეჩერებოდა და "ოცნება" კანონს არღვევს.

"კარგი იქნებოდა აქამდე დაეკმაყოფილებინათ და რატომ აკეთებენ იმას, რომ კანონის შესაბამისად არ იქცევიან და უფლებამოსილებას არ წყვეტენ ეს არის საკითხავი. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ნაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ყველასთვის, ცხადია ეს არის ერთპარტიული პარლამენტი" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" დასავლელ პარტნიორებთან გაუჭირდება ახსნას 51 დეპუტატისთვის ერთობლივად უფლებამოსილების შეჩერება და პროცესს ხელოვნურად წელავს. 

  • " თუ ყველას ერთად გაუუქმებენ მანდატს, გაუგონარი ამბავია, ამას "ოცნება" ვერ ახსნის ვერც შიგნით, ვერც დასავლელ პარტნიორებთან" – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი სერგო ჩიხლაძე
  • " ქართული ოცნება ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ ამ საკითხზე ოპოზიციაში არის სხვადასხვაობა, ოცნება რაც არ უნდა ეცადოს გაწელოს პროცესი, მით უფრო ღრმა კრიზისში შევა"
    ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ლელა ქებურია

"ოცნებაში" იმედს იტოვებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს შეუერთდებიან. 

"საინტერესოა ასეთი საბოტაჟის რეჟიმი რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას, მე ვისურვებდი ეს დეპუტატები, მოვიდნენ და მივიდნენ ამ პროცესში მონაწილეობა, ხომ ჰქონდათ გონივრული ვადა, ისინი აგრძელებენ საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება"– ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

"მე არ დავუჭერდი ამას მხარს, ვფიქრობ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში, დღევანდელი შეხვედრები სწორედ ამას შეეხება, სულისკვეთება ერთი და იგივე გვაქვს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს" – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო

ამ წუთებში, პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც გულისხმობს ოპოზიციონერი დეპუტატების მეტად ჩართვას საპარლამენტო პროცესებში – მათ ექნებათ საშუალება პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები წარადგინონ.

გარდა ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისა, სხვა ოპოზიციური დეპუტატების მანდტაების გაუქმებაზე "ქართული ოცნება" მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს. 

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 თებერვალს ჩანიშნულ პლენარულ სხოდმაზე უნდა მიიღოს, თუმცა ოცნება არ გამორიცხავს რომ საკითხი ღია კენჭისყრაზე გაიტანონ და ოპზოცია პარლამენტში ფორმალურად, ხელოვნურად ჩატოვონ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი