თუ მცირე ბიზნესს არ ვხსნით, ალტერნატივად რას ვთავაზობთ?! - კახა კახიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, კახა კახიშვილის თქმით, ესმის, რომ ერთი მხრივ მთავრობა პანდემიის დროს მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ის პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, რომ კიდევ ერთხელ მთავრობასთან გაიაროს მცირე ბიზნეისის პრობლემები. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ასოციაციებში გაერთიენაბულები არ არიან და დახმარება სჭირდებათ.

"ერთის მხრივ მე ვხედავ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეხმაროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქალაქ თბილისის მერია დახმარებას უჩენს მოქალაქეებს, მაგრამ მეორეს მხირვ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს არის დაკავშირებული მცირე ბიზნესთან. მე ვიცი, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ბოლო 2 დღის განმავლობაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა, მაგრამ საკითხები არის ძალიან რთულად, კერძოდ სლაონების, ბაზრობების და ა.შ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ქონება ჩადეს ბანკებში, აიღეს სესხები და ამ თანხებით უზრუნველყოფდნენ ბიზნესის მუშაობას. [...] მივიღეთ ის, რომ დაკეტილია მათი ბიზნეის, სესხი სესხად არის, ურთულეს პირობებში არიან, არ არიან გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, აღარ ვსაუბრობ უკვე კომონალურ გადასახადებზე და სხვა მსგავს საკითხებზე. ამიტომ მე გთხოვთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ საკითხს უფრო სერიოზულად და შევხედოთ კონკრეტულად რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩნენ", - თქვა კახა კახიშვილმა.

დეპუტატის თქმით, უნდა გაირკვეს, "თუ არ ვხსნით, ალეტერნატივას რას ვთავაზობთ, რა დახმარებას გავუწევთ" მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი