
კვირას 31 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდვების წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები "მწვანეები" არიან.
"განვაგრძობთ პროტესტს და კვლავ მოვითხოვთ: გაიხსნას საჯარო სტრანსპორტი და მოიხნსას კომედანტის საათი იმ ფორმოთ, რა ფორმითაც არის!" - წერენ ორგანიზატორები.
აღნიშნული აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ აქციებს აანონსებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობასთან საუბრის აზრს ვეღარ ხედავენ. გარდა ამისა, მოქალაქეები უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებენ - "ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”.
დღესვე საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს სტუდენტებმაც, რომლებიც სწავლის საფასურის განახევრებას და შეჩერებული სტატუსის აღდგენას ითხოვენ.