მთავრობასთან ლაპარაკის აზრს ვეღარ ვხედავთ - ბიზნეს სექტორი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

"ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” - პანდემიის გამო რეგულაციებსა და დაწესებულ საგანგებო მდგოამრეობას მოქალაქეები  საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დარღვეულია საკუთრების უფლება, სამეწარმეო თავისუფლება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.ბიზნესისა და ხელისუფლების შეხვდერბეი კი უკვე რამდენიმე დღეა ყოველგავრი შედეგების გარეშე გრძელდება.

სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი კონსულტაციებს ახლა ერთმანეთში მართავენ, რათა ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გარდაუვალია, რადგან სხვა არაფერის გამო "ოცნება" უკან არ დაიხევს. 

"დღესდღეისობით უკვე კონკრეტულად ლაპარაკს ხელისუფლებასთან მემგონი აზრი აღარ აქვს, რადგან გუშინდელი დასკვნა რაც გამოვიტანეთ არის ის, რომ უბრალოდ არ აპირებენ არაფრის გახსნას და არ უნდათ თავის ატკივება. რადგანაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ იმ რესრუსებს, რომ კიდევ ველაპარაკოთ ხელისუფლებას, დროის ფუჭის კარგვაა, ამიტომ შევჯერდებით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო რადიკალური", - თქვა  ტურისტული კომპანია "ტრეფი თერველის" მმართველმა პარტნიორმა, ცოტნე ჯაფარიძემ. 

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენელი, ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა ეპიდემიოლოგებს ვერ დაემორჩილება რადგან ხალხს დიდი გაჭირვება აწუყებს. 

"უფრო დიდი უფსკრული გააჩინა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ყველანაირი აზრი და იმედი ამომეწურა, რომ რაიმე შეიძლება კონსტრუქციული საუბარით გააგებინო", - თქვა მან. 

პროტესტი ქუჩაში და სარჩელი სასამართლოში - ესაა გეგმა, რომლითაც რიგითი მოქალაქეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი