ქუთაისში დილიდან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზციის მხარდაჭერები. კარავი მათ მერიის წინ, ქუთაისის ცენტრში გაშალეს და ხელისუფლებას კიდევ ერთელ შეახსენეს, რომ ისინი არ შეეგებუებიან გაყალბებულ არჩევნებს.
"ეს პარტიული აქცია არ არის, ჩვენ ჯერ ქუთაისელები ვართ და მერე ვართ პარტიის წევრები, ეს დაუმორჩილებლობა, ეს კარავი, აუცილებლად წავა თბილისში და მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქს", -ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციაზე დილიდან მობილიზებული იყო პოლიციის დიდი რაოდენობა. აქვე იყვნენ ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც შეგნებულად, ჯარიმის გამოწერის შემდეგ, ხელმეორედ დაარღვიეს კომენდანტის საათი და ახლა უკვე დაპატიმრებას ელოდებიან.