
ბოდბელი ეპისკოპოსის მორიგ პოლიტიკურ განცხადებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მეუფე იაკობს, რომელიც "მესამე ძალის" შექმნას აანონსებს ოპოზიცია მოუწოდებს თავის საქმე აკეთოს და პოლიტიკაში არ ჩაერიოს:
რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ საქმეებში მით უკეთესი იქნება როგორც ეკლესიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ეს მისი ძლიერი მხარე არ არის და თუ დაკავდება იმ საქმიანობით, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, უკეთეს იქნება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი
მიხედონ სულიერებას, მრევლში ქრისტიანობის გავრცელება - დამკვიდრებას, და არა მცონარობას, მუქთახორობას, ფუფუნებაში განცხრომას და პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფას - ამბობს "ლეიბორისტების" ერთერთი ლიდერი გიორგი გუგავა
გუგავა მეუფე იაკობის პოლიტიკური განცხადებების უკან ხელისუფების ინტერესს ხედავს და ამბობს, რომ მღვდელმთავრებს "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ხშირად იყენებს.
იაგო ხვიჩია კი მიესალმება ყველას, ვინც პოლიტიკით დაინტერესდება:
მესამე ძალის შექმნა ბევრს დაუანონსებია, ასე ადვილი არ არის თორემ ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესდება პოლიტიკით სერიოზულად, მისასალმებელია- ამბობს "გირჩის" ლიდერი
ბოდბელ ეპისკოპოსს მმართველ გუნდშიც უპასუხეს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ იმ მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უკვე ჰყავს შუამავლები ელჩების სახით და ეკლესიის ჩარევა საჭირო არ არის:
მე ვიცნობ მეფე იაკობს და პატივს ვცემ მას. არ მიმიღია ნამდვილად ასეთი შეთავაზება და პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ხდება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ - ამბობს თალაკვაძე
მეუფე იაკობის პოლიტიკური განცხადებები: