საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმებას. კომიტეტი ამის შემდეგ საკითხს ბიუროს გადასცემს, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე, 2 ოპოზიციონერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი კენჭისყრაზე დადგეს.
ხაბეიშვილმა და ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განაცხადი პირველებმა დაწერეს. ხვალიდან კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის განაცხადებზე იმსჯელებენ.
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 თებერვალს ჩანიშნულ პლენარულ სხოდმაზე უნდა მიიღოს, თუმცა ოცნება არ გამორიცხავს რომ საკითხი ღია კენჭისყრაზე გაიტანონ და ოპზოცია პარლამენტში ფორმალურად, ხელოვნურად ჩატოვონ.
სცენარი, რომელსაც შესაძლოა "ოცნება" მანდატების რეალური გაუქმების ნაცვლად განიხილავს