ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის "რეაბილიტაციისთვის" ₾450 000 გაფლანგა - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

კობა ლურსმანაშვილმა  450 000 ლარი გაფლანგა ხარაგაულის ამფითეატრის "რეაბილიტაციისთვის" - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ხარაგაულის ამფითეატრი ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა და ორი შეხვედრა ჩაატარა ამომრჩეველთან - მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ამპლუაში.

ამის შემდეგ, ამფითეატრი, რომლის “რეაბილიტაციაში” 450 ათასი ლარი დაიხარჯა, 5 წელია უფუნქციოა და ინგრევა. მაჟორიტარად ყოფნისას ლურსმანაშვილი ხელშეკრულებებს ავტოსატრანსპორტო მომსახურებისთვის უტენდეროდ უფორმებდა საკუთარ ძმას. 

კობა ლურსმანაშვილი 2020 წელს ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი, მიუხედავად ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხებისა. 

შედარებისთვის, ეს თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის ბოლო სამი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი