კარი არ უნდა დაიხუროს - სერგეენკო ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის სულისკვეთება ერთიანია, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა.

"ჩემი განწყობაც ესეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს, რაც არის შესაძლებლობა, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში" , - თქვა დავით სერგეენკომ. 

სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა იქნება თუ არა, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება. მისი მოლოდინით, კენჭისყრა მაქსიმალურად ღია იქნება. 

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება" დამოკიდებულია ოპოზიციის საბოლოო არჩევანზე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი