საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგანტოში
წერილი შეიტანეს. ისინი სააგენტოს მიმართავენ, რომ ბათუმის ბულვარში მშენებარე 16 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც "ამბასადორი" აშენებს უკანონოა.
წერილის თანახმად საზოგადების წევრები დაუყონებლივ ითხოვენ რეაგირებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, რომ სასწარაფოდ მოხდეს უკანონო მშენებლობის შეჩერება.
აქვე გეტყვით, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა საზოგადოება "ბათომის" წარმომადგენელს, შოთა გუჯაბიძეს ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი
სასტუმროს მშენებლობის კრიტიკის შემდგომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტატუსი შეუჩერა.
"ამბასადორის" მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა აქციები იმართება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე