პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიამ განიხილა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 49 დეპუტატის მოთხოვნა მათთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და დეპუტატთა მანდატები ბათილად სცნო.
51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვალს განიხილავს.
შეგახსენებთ, 51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ამბობს რა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მათ ოფიციალური წერილით მიმართეს პარლამენტს და მანდატების ანულირება მოითხოვეს.