ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანხა უმოკლეს ვადაში შეგროვდეს - გიგა მაქარაშვილი კარტოგრაფების გირაოზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი გიგა მაქარაშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მეცნიერებისთვის გირაოს დაკისრებაზე უსამართლობა იყო. 

"ამ ადამიანებს ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ იქეთ, დამატებით 20 ათასებს კი არ უნდა ვაკისრებდეთ", - ამბობს გიგა მაქარაშვილი და დასძენს, რომ მოძრაობა "სირცხვილია" გაუკეთებს ორგანიზებას, რომ მეცნიერების გირაოს თანხა შეგროვდეს. 

"ეს ადამიანები გარეთ არიან საჭირონი და გარედან უფრო მეტს გააკეთებენ ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ფანდრაიზინგის გამოცდილება, მანამდეც არაერთი შემთხვევა გვქონია და ამჯერადაც ვიცით უამრავი ადამიანი, ვისაც აქვს, სურვილი მიიღოს ამ პროცესში, სწორედ ამიტომაც, იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოვახერხებთ საჭირო თანხის შეგროვებას", - უთხრა "მთავარ არხს" გიგა მაქარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი