სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა მედიასთან საქმეზე ვრცელი კომენტარი გააკეთა. მან პირველ რიგში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მისი ბრალდება მთლიანად აბსურდულია.
მელაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილია და არანაირი საზიანო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
მისი თქმით, ის ჩანაწერები რაც გამოქვეყნდა სადაც მისი საუბარია ასახული ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო და მის გამო ვინმეს დადანაშაულება არ შეიძელბა. ამავე ჩანაწერებზე კი პროკურატურა ამტკიცებს, რომ "აღიარებითი ჩვენება" მოიპოვეს.
"არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომიდან, არც ქვემდგომიდან. ეს ჩვეუალებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასევე იყო ნატალიაც და ასევე იყო ის კომისიის წევრები, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი, ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, კიბატონო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი, აუცილებელი კი არა ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლო იყო ის, რომ ციხეში გვამყოფეს", - თქვა მან.
ამავე თემაზე:
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.