დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ - ივერი მელაშვილი

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო უკვე დატოვეს. ცოტა ხნის წინ სასამართლოდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ყველაფერს ელოდა. 

"ჩატარდა პროცესი, დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სუყველას, ეს ერთი, მეორე, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, რომ ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაც არის და პიველ რიგში, ალბათ, ჩემი ადვოკატების დამსახურება, მოხდა ის რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება, იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ",- თქვა ივერი მელაშვილმა. 

მელაშვილმა აღნიშნა, რომ გირაოს არ ეთანხმება, რადგან ის და ნატალია ილიჩოვა დამნაშავეები არ არიან.

"თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზღრესი ბრალდებაა, ამას გეტყვით, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი", - თქვა მან.

მელაშვილის თქმით, შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას გრძნობს და აბსურდულ ბრალდებებს და ამ მარაზმს ქვეყანაში ბოლო უნდა მოეღოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გიროას გადასახდელად ვადად 30 დღე აქვთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ დრომდე გრძელდება, რადგან მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე მსჯელობენ. 

პროკურატურა პროცესზე თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ადვოკატები სასამართლოს თავდებობის შუამდგომლობას სთავაზობდნენ, თუმცა ეს მოსამართლემ დასაშვებად არ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ბრალდბეულებს ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ელოდებიან, რომლებიც მათ მხარდასაჭერად სასამართლოს პარალელურად აქციას მართავდნენ.

პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრს აღმკვეთ ღონისძიებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და სასამართლოზე თავადაც გიროას შაუმდგომლობას დააყენებდნენ. ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ.

ე.წ. კარტოგრაფების საქმე:

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი